22 ოქტომბერი 2026,   10:07
ვრცლად
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, პუტინს "ჰუმანისტი" უწოდა

ვლადიმერ პუტინს "ჰუმანისტი" უწოდა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ - ამის შესახებ სტივ უიტკოფმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსულმა მხარემ ამერიკის გასამართლებული მოქალაქე, სტივენ ჰაბარდი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

სპეციალურ წარმომადგენელს მხარი დაუჭირა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ჯეი დი ვენსმა განმარტა, რომ უიტკოფი დიპლომატია და მისი უშუალო მოვალეობა შედეგის მიღწევაა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებისთვის მთავარია ამერიკელი მძევლის ოჯახში დაბრუნება და არა ის სიტყვები, რაც უიტკოფმა საკუთარი სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენა.

რუსეთში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, სტივ უიტკოფი ოსლოში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული სახელმწიფოების დიპლომატებს შეხვდა.

 

დღის ამბები