10 დეკემბერი 2023,   02:31
ვრცლად
თუ ის პროცესზე არ ჩამობრძანდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი საზოგადოების მიმართ - ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "სალომე ზურაბიშვილი ახერხებს კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, მაგრამ არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას".

ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტი უპატივცემულობას იჩენს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საზოგადოების მიმართ.

"თუ ის პროცესზე არ ჩამობრძანდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია, უპატივცემულობას ჩვენი საზოგადოების მიმართ. ვინაიდან, ის ახერხებს კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, თუმცა ის არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას და ჩვენი საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რატომ გადაწყვიტა მან ჩვენი ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები