10 დეკემბერი 2023,   01:15
ვრცლად
ალბათ მისი განხილვის ისტორიაში არ არსებობს ისეთი მარტივი ქეისი, როდესაც ასე ხელის გულზე იყოს მტკიცებულებები და ასე აშკარა იყოს კონსტიტუციის დარღვევა - ალუდა ღუდუშაური

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უპრეცედენტო პროცესი დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა - უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი იმპიჩმენტი არის ის სამართლებრივი პასუხი, რაც მის ქმედებებს მოჰყვა.

"ალბათ მისი განხილვის ისტორიაში არ არსებობს ისეთი მარტივი ქეისი, როდესაც ასე ხელის გულზე იყოს მტკიცებულებები და ასე აშკარა იყოს კონსტიტუციის დარღვევა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მარტივად დაადგენს ამას რამე თუ პრინციპში უდავო არის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. სამწუხარო რეალობა არის, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ინსტიტუციურად უნდა იცავდეს საქართველოს კონსტიტუციას, სწორედ მისი მხრიდან ხდება კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევა და როგორც ჩანს ერთგვარად ამას სიამაყითაც კი აკეთებდა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

მმართველ პარტიას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

"უმარტივესი შემთხვევა არის, არ მგონია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გაუჭირდეთ ამ გადაწყვეტილების მიღება. რამდენადაც მათემატიკაში მარტივია რამდენია 2-ჯერ 2, ასევე უმარტივესია საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელიც, სხვათა შორის თავად პრეზიდენტმა მიუტანა საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადგინონ, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ნარატივს, თითქოს ეს იმპიჩმენტის პროცესი ხელს უშლის ევროინტეგრაციას, როგორც ყოველთვის, ეს არის მათი ფანტაზიის ნაყოფი," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები