



მსოფლიო საგზაო კონგრესის მინისტერიალზე სიტყვით საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოვიდა.
ირაკლი ქარსელაძემ კოლეგებს მსოფლიოდან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია.
პრაღაში გამართულ სხდომაზე, მონაწილეები განიხილავენ და ეცნობიან მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგზაო ტრანსპორტის ტენდენციებს.