10 დეკემბერი 2023,   01:39
ვრცლად
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ - ცვლილებებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს

საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. ცვლილების მიხედვით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება.

თანხა სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება.

როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

"საბიუჯეტო შემოსავლებმა იმის საშუალება მოგვცა, რომ გაზრდილიყო ბიუჯეტი და გაზრდილიყო დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულება. ჯანდაცვის სამინისტრო უამრავი პროექტის დაფინანსებას შეძლებს, რაც ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა საჭიროებების დაფინანსებაში აისახება და საბოლოო ჯამში, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გადაარჩენს. ასევე თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, ასევე განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება ეს თანხები და საერთო ჯამში, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ამ პოზიტიურ სიახლეს", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები