



ბუნდოვანი და გაურკვეველი - ასე აფასებენ ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ ახალ კანონპროექტს შეკრების და მანიფესტაციის შესახებ.
მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, კანონპროექტი მავნებლურია და ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ კანონპროექტის მიზანია სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა.
პროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.