



სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას დემონსტრაციულად განაგრძობს.
მათივე განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის შეუთანხმებლობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ერთიანი ძალისხმევით მოხდეს მისვლა იმ წარმატებასთან, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება.
"მთავარი არის ახლა, რომ სრულად შეთანხმებულად, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მისვლა იმ წარმატებასთან, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც ინსტიტუტებს შორის არის შეუთანხმებლობა და როდესაც კონსტიტუციის დარღვევით ხდება საგარეო მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.