05 დეკემბერი 2023,   06:21
ვრცლად
პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე მსჯელობს

პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე მსჯელობს. თემის განხილვა დღეს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფში იგეგმება. სიახლის მიხედვით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება.

მობილიზებული თანხა, ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.  

კრიტიკულია ოპოზიცია და ამბობს, რომ არსებობს კითხვები ხარჯებთან დაკავშირებით.  თვის ბოლოს მთავრობა დეპუტატებს, მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვერსიასაც წარუდგენს.

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები