05 დეკემბერი 2023,   06:06
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში მის ლიეტუველ კოლეგას შეხვდება - როგორ აფასებენ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს  

"ქართული ოცნების" პოზიციისა და პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს განაგრძობს. 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვილნიუსში მის ლიეტუველ კოლეგას შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ლატვიასა და ესტონეთში - შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს.

მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს და მისი არათანმიმდევრული მოქმედებები ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

"პრეზიდენტი დემონსტრაციულად ახდენს კონსტიტუციის უგულელებლოყას და მიუხედავად იმ საჯაროდ გაცხადებული პოზიციებისა, აგრრძელებს კონსტიტუციის დემონსტრაციულ დარღვევას. პირიდაპირ მოვალეობაც ეს არის რომ ქვეყნის გამაერთიანებელი იყოს და არა მაპოლარიზებელი. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცა პოლარიზაციის დამატებით წყაროდ," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს თქმით, ჩანს, რომ მიუხედავად იმპიჩმენტისა, სალომე ზურაბიშვილი  ევროპაში სასურველი სტუმარია. 

"ისეთი პატივით შეხვდნენ ქართული ოცნებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმპიჩმენტისა, ის მაინც სასურველი სტუმარია ევროპაში. ძალიან კარგი, რომ ის დადის ევროპაში. ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანი მაინც რომ იძახის, რომ ევროპა გვინდა და ჩვენს ხმას აჟღერებს, ამისთვის მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის,“ - აცხადებს ჰერმან საბო.

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები