29 სექტემბერი 2023,   10:43
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" კლასტერში მყოფი პარტიების გამაერთიანებელი ნიშანი, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალების შესრულება და უსამშობლობაა - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო პერიოდში ყველაფრის გასაგები დაკარგული აქვს და იმ კლასტერის მიზანი, რომელსაც "ნაცმოძრაობა" აერთიანებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა.

მდინარაძის თქმით, "ნაცმოძრაობის" კლასტერში მყოფი პარტიების გამაერთიანებელი, ნიშანი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალების შესრულება და უსამშობლობაა.

"ნაცმოძრაობა იმ მდგომარეობაში იმყოფება ამ ბოლო დროს, რომ ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ მაგათ. არაფრის გასაღები მაგათ არ აქვთ, არც ისეთი და არც ასეთი, რომელზეც თავად საუბრობენ. რეალურად, "ნაცმოძრაობაში" კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის "ნაცობაში", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს კი არ მოიცავს ეს ტერმინი, მოიცავს სხვა პარტიებს, რომლებიც მათი კლასტერიდან არიან და მათი საერთო ნიშანი არის, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა და დავალების შესრულება და უსამშობლობა. აი ეს აქვთ მათ საერთო ნიშანი და აი ამ ნიშნის ქვეშ, არიან გაერთიანებული "ნაცები". "ნაცი" მაინც "ნაცია" და საერთო ნიშანში ერთიანდება, ეს არის უსამშობლობა და დავალების შესრულება. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ ფიქრობდე იქნებ ხელისუფლება ავაყირაო და ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა და ოდნავ მაინც რისკი თუ შეიძლება სტატუსთან დაკავშირებით იყოს და ეს განვიხილოთ, პირველ რიგში, გარე დავალებების შემსრულებლები, ამ მტრული ნარატივის დასაყრდენები არიან ამაში პირველი დამნაშავეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები