27 სექტემბერი 2023,   12:54
ვრცლად
სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, უნდა დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია რჩება უცვლელი. საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ესკალაციის გაღრმავება,"-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მთავრობამ უნდა დაიცვას ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. "დემარშით" პრაქტიკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე, ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ, აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით, სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები