29 სექტემბერი 2023,   21:07
ვრცლად
Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც, ფაქტობრივად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო- ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცედა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც მისი განხილვა,- ბიძინა ივანიშვილის ადვიკატი, ლაშა კალანდაძე განცხადებას ავრცელებს. 

მისი თქმით, გენზის კუნძულის სასამართლომ 2023 წლის 24 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვნებისა და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების სასარგებლოდ ტრასტის დაშლის თაობაზე.

"მიუხედავად ამისა, Credit Suisse-ის ტრასტი აჭიანურებს ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტას, ტრასტის დაშლასა და აქტივების ბენეფიაციარების სურვილების შესაბამისად განაწილებას.

საქმეში ჩართულ ყველა ადვოკატს უჭირს სამართლებრივი ახსნა მოუძებნოს იმ გამოგონილ მიზეზებს, რომელსაც ბანკის ტრასტი იყენებს ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების გაჭიანურების მიზნით. მათი აზრითაც, ბანკის ტრასტის მიზეზები სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება; იუმორის ჟანრში გადადის.

დღევანდელი მოცემულობით, ბანკის ტრასტი აბრკოლებს ბენეფიაციარების წვდომას აქტივებთან, თუმცა, ადვოკატები ვფიქრობთ, რომ მათ ფანტაზიებს, მიზეზების შეთხზვის თვალსაზრისით, ექნება საზღვარი და ბანკის ტრასტს მაინც მოუწევ ტრასტის დაშლაც და აქტივების განაწილებაც. სხვათაშორის, ხელშეკრულებაც ტრასტის დაშლის შესახებ და აქტივების განაწილების თაობაზე რეზოლუციის ტექსტიც შეთანხმებული არის მხარეებს შორის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა არ გახდება საჭირო. ბანკის ტრასტი უკვე შეთანხმებულ დოკუმენტებს ხელს მოაწერს და გამოსცემს რეზოლუციას აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულით კი აღსდგება შეუზღუდავი წვდომა აქტივებთან, იმ აქტივებთან, რომელთანაც წვდომა შეზღუდული არის 2022 წლის მარტიდან: როგორც Credit Suisse-ის ტრასტი ამბობს, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან,"-ნათქვამია განცხადებაში

დღის ამბები