



"ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ პარტიის განცხადებას პრეზიდენტის მიმართ მუქარად აღიქვამს.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტი სჭირდება, როგორც ბუტაფორია.
"მე აღვიქვი, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს ორ რამეს: ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი, სახელმწიფო მეთაური, ჩვენ გვჭირდება ბუტაფორია, რასაც ვეტყვით იმას გააკეთებს და მეორე, სულ აფრთხილებდნენ, რომ არ გადაკვეთო წითელი ხაზი, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია, არ იქნები ჩვენი მორჩილი შეგექმნება დისკომფორტი ანუ სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებენ კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეო,"-განაცხადა მანჯგალაძემ.