29 სექტემბერი 2023,   21:52
ვრცლად
მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მიიღოს სააკაშვილის და გვარამიას მიმართ ობიექტური გადაწყვეტილება,  ეს აღადგენს ქვეყანაში პოლიტიკურ ბალანსს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიცია, პრეზიდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, მუქარად აღიქვამს.

როგორც პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, სწორედ ამით აღდგება ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი.

"ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი განცხადება, რითაც ისინი ცდილობენ, რომ მოახდინონ პრეზიდენტის პოლიტიკური ბულინგი და შანტაჟი.

პრეზიდენტი უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოქმედებზე და ეს მოქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაახლოებული.

უფრო კონკრეტულად კი მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მიიღოს სააკაშვილის მიმართ ობიექტური გადაწყვეტილება; ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიიღოს საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აღადგენს ქვეყანაში პოლიტიკურ ბალანსს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები