29 სექტემბერი 2023,   20:54
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, მას არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ალუდა ღუდუშაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სპეციალურად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

ღუდუშაურის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს ოპოზიცია მიზანმიმართულად აჭიანურებდა, რათა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი დაეზიანებინა.

"რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. მას არ სურს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას. ოპოზიცია აკეთებდა იმას, რომ გასაუბრებაში არ იღებდა მონაწილეობას, ამის შემდეგ კი 9 თვის განმავლობაში, აქტიურად იყო ეს საკითხი დაკიდებული. რომელმა დეპუტატმა ისარგებლა პოლიტიკური პასუხისმგებლობით, აიღო ეს პასუხისმგებლობა და წამოჭრა ეს საკითხი - არცერთმა. მათი მხრიდან გადადების მცდელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, 12 პუნქტისთვის მორიგ ჯერზე მიეყენებინათ დარტყმა, რომ ყოფილიყო ამაზე გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები