27 სექტემბერი 2023,   08:37
ვრცლად
სამწუხაროდ, პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც არ შეესაბამება იმ ევროპულ პრაქტიკას, რომელი კავშირისკენაც მივისწრაფვით - ირაკლი ქადაგიშვილი

როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქციაა, იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობდეს,- ამის შესახებ საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე.

„პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები განსხვავდება იმ პრეზიდენტისაგან, რომელიც არის არა მარტო სახელმწიფოს მეთაური, არამედ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. ამ შემთხვევაში, ასეთ პირობებში, როგორც ევროპის პრაქტიკა და კონსტიტუციონალიზმი გვიჩვენებს, პრეზიდენტის მთავარი ფუნქციაა, იყოს ზეპარტიული, მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში იყოს მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციისკენ მოწოდებული და კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობდეს.

სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის გარკვეულ მხარეს იჭერს ხოლმე, რაც ნამდვილად არც კონსტიტუციის სულისკვეთებაა და არც, მათ შორის, იმ ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება, რომელი კავშირისკენაც მივისწრაფვით. გამომდინარე აქედან, სწორად არის გამოწვეული ჩვენი წუხილი და პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ინსტიტუციის მიმართ ერთგული. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუციას, იმოქმედოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები