



დღეს, პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. დეპუტატები დოკუმენტზე მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება და მისი მიზანი სასამართლო სისტემაში უფრო მეტი გამჭვირვალობაა როგორც სასამართლო გადაწყვეტილებებთან, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
"საუბარია, მივლინებების დეტალებში განხილვასთან დაკავშირებით, მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე.
უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ძალიან მცირე ნაწილი მონაწილეობს ამ სამუშაო ჯგუფებში და ესეც იმას მოასწავებს, რომ მათი ინტერესი არ არის კონსტრუქციული ფორმატი და არის მხოლოდ დესტრუქციული ფორმატი, თუმცა ჩვენი და საზოგადოების მიზანი არის, რომ შესრულდეს 12 პუნქტის ის ნაწილი, რასაც ჰქვია მართლმსაჯულების განვითარება,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია. ისინი უმრავლესობის მიერ ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებას ეჭვის თვალით უყურებენ. კანონპროექტი, სავარაუდოდ სესიაზე მიმდინარე კვირასვე გავა.