27 სექტემბერი 2023,   09:52
ვრცლად
ერთი დღე კენჭისყრამდე - პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს

ერთი დღე კენჭისყრამდე - პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე არამოსამართლე წევრები უნდა დაამტკიცოს, თუმცა რამდენად მოხერხდება გაურკვეველია.

მხარეთა პოზიციები უცვლელია - ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას და კონსულტაციებს არ თანხმდება, მიზეზი უნდობლობაა.

ოპოზიცია თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი პროცესის თავიდან დაწყება და ახალი კანდიდატების დასახელებაა.

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც მოლაპარაკებები შეიყვანა ჩიხში და  რა თქმა უნდა, "ქართულმა ოცნებამ" იმიტომ, რომ არჩევანი არ დაგვიტოვა. 4 თავის მიერ მოწონებული და შერჩეული კანდიდატი ჰყავს, რომელზე გვთხოვს, რომ თუ ნოტარიუსივით სამ ხმას არ მოგვცემთ და არ შეგვავსებინებთ, 90-ზე გამოვაცხადებთ სახალხოდ, რომ თქვენ ჩაშალეთ პროცესი. ნაცვლად კონსულტაციისა წამოიწყო პროპაგანდა, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობსო - ეს განცხადება არის უსირცხვილო,"-განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი აცხადებს, რომ თუ მმართველი ძალა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას დათანხმდება, მისი იგი ნებისმიერ შემოთავაზებულ კანდიდატს დაიჭერს მხარს.

"ქართულ ოცნებას" ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კომპრომისი ეპოვათ. არ მივიჩნევთ, რომ ეს ორგანო ქმედითუნარიანია და შეუძლია მართლა წესიერ სასამართლომდე მიგვიყვანოს. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის რომ ამით სასამართლოს ვერ ვუშველი და თუ ქართული ოცნება დათანხმდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოებაზე, მხარი ნებისმიერ კანდიდატს დავუჭიროთ,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ავტორი:მაია გრიგოლია. 

დღის ამბები