



თაკო ჩარკვიანის ბრალდებას, რომ ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას და მასში ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან, ორივე ადრესატი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", – წერს ნიკა მელია .
"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე“, – ეს კი დეკანოიძის პოსტია.
იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყოფილი პრემიერი გილაური ახალ პარტიას აყალიბებს და მასში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან, "კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.