30 მაისი 2023,   21:44
ვრცლად
"სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია - რომელი ობიექტების საქმიანობას შეეხება რეგულაციები

"სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია - რეგულაციები იმ ობიექტების საქმიანობას შეეხება, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. მაგალითად მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე თბოსადგურები.

კანონპროექტი მიზანად ისახავს ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას, რაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

ცვლილება საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

დღის ამბები