29 მაისი 2023,   13:30
ვრცლად
საქართველო ღირსეულად წარდგება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გათვალისწინება მაქსიმალურად ხდება და ოპოზიციას პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

"12 რეკომენდაციის შესრულებას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი პროგრესი ამ მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სამუშაოები არის მისული ფინალურ ეტაპზე. ოპოზიციის მხრიდან არ იყო მუშაობა არც სამუშაო ჯგუფებში, არც საკომიტეტო განხილვებში.

საქართველო მართლაც ღირსეულად წარდგება რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით და ჩვენ რეკომენდაციები ყველა გვექნება შესრულებული," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ორგანომ კვლავ მეორე მოსმენაზე, მისი დეტალურად განხილვისთვის უკან დააბრუნა. დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები ვენეციის კომისიამ, ასევე მოსაზრებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონ-პროექტთან მიმართებით თბილისს დაახლოებით 2 კვირის წინ გადმოუგზავნა.

დღის ამბები