28 მარტი 2023,   16:40
ვრცლად
თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ - აქედან 2, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი

თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. აქედან 2 სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი ციცო პაკელიანია. ოჯახის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ნანგრევებიდან ამოყვანას ის ფაქტი ართულებს, რომ საცხოვრებელი კორპუსი ნახევრადაა ჩამონგრეული და ბიძგები კვლავ მეორდება. დაკარგულთა ძებნაში ჩართულია საქართველოს საელჩო.

უწყება უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი. ელჩის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. ვითარებას რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ამ ეტაპზე საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება დასტურდება.

დღის ამბები