25 მარტი 2023,   17:22
ვრცლად
"ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ძალას არც ქვეყნის მომავალი და არც მისი ევროინტეგრაცია არ აინტერესებს- მაკა ბოჭორიშვილი 

პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ძირითადი საკითხი იყო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება.

ოპოზიციამ ოპონენტებს ბრალდებები წაუყენა, ისინი აცხადებენ, რომ უმრავლესობას არ სურს სახალხო დამცველის საკითხი კონსესუსით გადაწყვიტოს. აქცენტი გაკეთდა სოციალურ პრობლემებზეც. 

უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სწორი ნაბიჯებით ევლო. ამ გეგმის მთავარი საკითხი იყო დეპოლარიზაცია, ამისთვის ოპოზიციამ არაფერი არ გააკეთა, ნაცვლად ერთობლივი მუშაობისა ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

ამასთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ძალას არც ქვეყნის მომავალი და არც მისი ევროინტეგრაცია არ აინტერესებს. 

"ევროკომისიის ანგარიშები, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა მოწმობს, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა და ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს დღეს ჰქონდეს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. გასულ წელს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციის შესრულების კუთხით გვქონოდა თვალსაჩინო პროგრესი.

ასეც მოხდა იმ საკითხებში, სადაც წინსვლა დიდი წილად საპარლამენტო უმრავლესობაზე იყო დამოკიდებულიო, რეკომენდაციები უმეტესად შესრულებულია. სამწუხაროდ დღეს კვლავ მრავალჯერ ნანახ სურათს ვხედავთ, "ნაციონალური მოძრაობა" უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაზე, ასეთია ე.წ. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პასუხი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. დღესავით ნათელია, რომ ამ ძალას არც ქვეყნა აინტერესებს, არც მისი ევროკავშირში გაწევრიანება. მათი მიზანია არეულობა და ქაოსი, საქართველოს დისკრედიტაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,"-აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები