28 მარტი 2023,   15:55
ვრცლად
მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, ამის შემდეგ არის ქუჩა და სამოქალაქო დაპირისპირება - პაატა მანჯგალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ბოიკოტის რეჟიმთან დაკავშირებით, ოპოზიციის სხვა წევრებიც უერთდებიან. მაგალითად, სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ რეჟიმში იქნებიან მანამ, სანამ  საერთო ოპოზიციური შეთანხმება არ შედგება. 

"ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუკი ასეთი შეთანხმება არ იქნება, "სტრატეგია აღმაშენებელი" უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს "ქართულ ოცნებასთან" წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური პროექტის. რაც შეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის ამბავი. მანდატის დატოვება არის უკანასკნელი ფორმა, ამის შემდეგ არის ქუჩა და სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ მაქსიმალურად ვირიდებთ თავიდან სამოქალაქო დაპირისპირებას და მანდატის დატოვების შემდეგ რჩება ქუჩა," - - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი კი აცხადებს, რომ ბოიკოტს და აქციებს მთელი პასუხისმგებლობით უერთდება. ხოლო, რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ამაზე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა, მაგრამ ეს თუ მოხდება, ამ საკითხშიც ერთიანი პოზიცია ექნება. 

მანდატების დატოვება "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ დაპირისპირების მიზეზია. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ პარტია ბოიკოტის რეჟმზე გადადის, თუმცა მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. ამ საკითხს კი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.

დღის ამბები