



მანდატების დატოვება "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ დაპირისპირების მიზეზია. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ პარტია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის, თუმცა მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. ამ საკითხს კი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.
"ვინმე ეთანხმება თუ არა საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტას, ამის განმარტება ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ფრაქციის წარმომადგენელს თვითონ მოახდინოს. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომლის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მიიღეს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ კონსულტაციებს როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელიც დღეს წარმოდგენილია პარლამენტში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.
ეს პოზიცია მიუღებელია ყოფილი თავმჯდომარისთვის და პარტიის წევრების ნაწილისთვის, რომლებიც თვლიან, რომ თუ პარტია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის მაშინ დეპუტატებმა მანდატებიც უნდა დატოვონ.
"არის განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მე ჩემი თანაგუდნელებისგან ვერ მოვისმინე არგუმენტი, რომ როდესაც პარლამენტს დავტოვებთ და რისი მომხრეც მე ვარ, თბილისისა და სხვა საკრებულო როგორ არ უნდა დავტოვოთ. ანუ მიშას თუ კლავენ, მარტო პარლამენტში ეტყობა ეს ამბავი და საკრებულოებში არა? მე ვისურვებდი ყველა საკვანძო საკითხი პარტიის შიგნით იხილებოდეს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ანა წითლიძე.