25 მარტი 2023,   02:55
ვრცლად
გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ, არანაირ ბოიკოტში არ გადადიან - თამარ ჩერგოლეიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტზე

"ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან" - ასე გამოეხმაურა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობაც" "სიმულანტობენ".

"ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან.
ა,ი როგორი "ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც" დაიწყეს, ისეთივე "ბოიკოტს" აცხადებენ ესენიც და ნაცებიცსიმულანტობენ," - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები