25 მარტი 2023,   01:47
ვრცლად
ომბუდსმენთან დაკავშირებით, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ოპოზიციასთან, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე ეს საკითხები არ მიიღწევა - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა - მთავარი საკითხები 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონპროექტების განხილვა და მიღებაა, მათ შორის არის ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში და "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი.

გარდა ამისა, დღის წესრიგშია ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, რაზეც მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა. ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე კონსესუსამდე მისვლა, როგორიცაა მაგალითად, ომბუდსმენის არჩევა.

"მნიშვნელოვანს საკითხებში ჩამოვთვალე და ვთქვი, რომ მარტში ალბათ ველოდებით ჩვენ, რომ მიღწეული იქნება კონსულტაციების შედეგად შეთანხმება ომბუდსმენთან დაკავშირებით. თუმცა კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ოპოზიციასთან. ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე ეს საკითხები არ მიიღწევა,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები