31 მარტი 2023,   10:18
ვრცლად
ენმ-მ საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ვერ ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში რა სახის საქმიანობა ეწარმოებინათ - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაცმოძრაობის" ბოიკოტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ენმ პერმანენტული ბოიკოტისა და გასვლა-არგასვლის რეჟიმში იმყოფებოდა. 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ნაცმოძრაობამ" საპარლამენტო ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

""ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მათ 2020 წლის არჩევნებამდე, მაგრამ განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ ვერ ჩამოყალიბდნენ თვითონ ქვეყნის ინსტიტუციებთან დამოკიდებულებაში, ვერ ჩამოყალიბდნენ პარლამენტში რა სახის საქმიანობა ეწარმოებინათ.

პერმანენტულად ბოიკოტის, დატოვება-არდატოვების რეჟიმში იყვნენ. ყოველთვის ეძებდნენ გარკვეულ საბაბს, რომ თავი აერიდებინათ საპარლამენტო ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით პოზიტიურ ცხოვრებაში როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას შეეტანა თავისი წვლილი. ამიტომ, მათი ქმედების კოეფიციენტი პარლამენტის შიგნით ყოველთვის იყო ნულოვანი, განსაკუთრებით 12 რეკომენდაციების შესრულების დროს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დღის ამბები