



რა მოლოდინები აქვთ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლოს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმართელობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, დროულად უნდა მიიღოს. მათივე თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული პარტიის მომავალი სამოქმედო გეგმაც.
"ყველაზე მთავარია მოსამართლემ კეთილი ინებოს და არ გაწელოს ეს პროცესები, ძალიან მალე უნდა გამოაცხადოს ვერდიქტი - რას აპირებს. ეს არის არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი გეგმა და შემდგომი ნაბიჯები აბსოლუტურად ადეკვატური იქნება, იმ გადაწყვეტილების, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მოსამართლე," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
გადავადდება თუ არა სააკაშვილს სასჯელი ეს სრულად მოსამართლის პრეროგატივაა - ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.