



გახდება თუ არა საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მანამდე კი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. მათი განცხადებით, მიმდინარე არჩევნები პარტიაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
უმრავლესობაში, ასევე, ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური გაერთიანება აღარ არის.
"ვინ გაიმარჯვებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთ დროს პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება გარკვეული გაერთიანება, რომელსაც, შეიძლება, დაარქვან რევოლუციური კომიტეტი, ან სხვა ნებისმიერი დასახელება, თუმცა არა - პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ერთი საგანგებო და მთავარი ნიშანი, ეს არის პროგრამა. ის, რასაც გვთავაზობენ კონკრეტული ადამიანები, ეს პროგრამა არ არის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.