27 მარტი 2023,   12:12
ვრცლად
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იურიდიულად, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შევძლოთ იმისათვის, რომ მას დაუდგინდეს სწორი დიაგნოზი - შაშკინი
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას რომ თუ სააკაშვილი გათავისუფლდება, არ არის გამორიცხული იგი სამკურნალოდ საქართველოში დარჩეს, აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. 
 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს, რათა დაუდგინდეს სწორი დიაგნოზი.
 
"ფაქტია, რომ ამ თვეების განმავლობაში ის სამედიცინო კურსი, რომელიც მას უტარდება, არ გვაძლევს არანაირ შედეგს. ეს ფაქტია, ამის უარყოფა შეუძლებელია. ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ვერ ხდება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მკურნალობა. ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იურიდიულად, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შევძლოთ იმისათვის რომ მას დაუდგინდეს სწორი დიაგნოზი," - ამბობს შაშკინი.
დღის ამბები