30 იანვარი 2023,   02:54
ვრცლად
მისი სურვილია დაესწროს სასამართლოს, თუკი ის ვერ შეძლებს მისვლას, პროცესი ჩატარდეს პალატაში, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე

ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედში" მისი შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი ხვდება.

მანამდე ექსპრეზიდენტთან იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე. მისი განცხადებით, სააკაშვილის ერთადერთი მოთხოვნა სასამართლო პროცესზე დასწრებაა. მისი სურვილია, ხალხმა დაინახოს როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ალტერნატივად სააკაშვილი პროცესზე ტელეკამერით დისტანციურად ჩართვას განიხილავს.

"მისი სურვილია დაესწროს სასამართლოს, თუმცა მდგომარეობა ისევ მძიმე აქვს, ახლაც ტემპერატურა 38 აქვს. მართალია ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მაგრამ არსებობს დამხმარე შესაძლებლობები, რითიც შეძლებს სასამართლოზე მისვლას. და თუკი ეს ვერ მოხერხდება, პროცესი ჩატარდეს პალატაში, ოღონდ კამერებისთვის ეს არ იყოს დახურული,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ეკატერინე ხერხეულიძე.

კლინიკაში ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესაც ელოდებიან, რომელიც სააკაშვილს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

დღის ამბები