30 იანვარი 2023,   03:26
ვრცლად
მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება - ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, უცნობია

მოქმედი ომბუდსმენის უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება. ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი, მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

ოპოზიციას კი საერთო კანდიდატის შერჩევის იმედი არ აქვს. მათი შეფასებით, კონსენსუსის მიღწევაში პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის, გამჭვირვალედ არჩევა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

დღის ამბები