27 იანვარი 2023,   21:57
ვრცლად
ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. 

ამასთან, პრემიერმა განმარტა რა როლი აკისრია მთავრობას გარდაცვლილი მებრძოლების გადმოსვენებაში და აღნიშნა, რომ თითოეული მებრძოლის გადსმოვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით და ხარჯებით განხორციელდა. 

"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია.

ასევე ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა და ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან, მათი უმრავლესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები - მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ეს იქნებოდა აგვისტოს 2008 წლის ომი, თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოში ომები. ამიტომ, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და მინდა კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას აღნიშნული ტრაგედია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები