07 თებერვალი 2023,   15:26
ვრცლად
სამმა ლიდერმა, გამოცხადებული მობილიზაციის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიიყვანეს - ვლადიმერ ბოჟაძე

"დასუსტებული "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას,” - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას. 
 
როგორც ბოჟაძე წერს, აღარავის სჯერა ნაციონალური მოძრაობის განახლების და გაძლიერების. 
 
 "დასუსტებული "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას. ყოფილი ბელადის მოწოდებების მიუხედავად ომის და ღალატის პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ, ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატებმა "ქურქუმელ ვაით" ხაბეიშვილმა და "აქტივისტმა" მუმლაძემ, ე.წ. მოწამვლის თემა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციეს.  შესაბამისად ოლიგარქი კეზერაშვილის ფულისთვის ერთმანეთს გადაკიდებული ლიდერების  და მათი მცირე მხარდამჭერების გარდა აღარავინ გამოდის ქუჩაში! 

ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს, სწორედ ამიტომ ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ვერც სხვადასხვა პარტიებად დაშლილი და გაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერ ენჯეოებთან და მედიებთან ერთად, ამას 2020 და 2021 წლის არჩევნების შედეგიც ადასტურებს!," - წერს ბოჟაძე.

დღის ამბები