07 თებერვალი 2023,   14:55
ვრცლად
რაც მალე ჩატარდება არჩევნები უკეთესია, ყოველი დღე შეიძლება პარტიის საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო იყოს - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების რაც შეიძლება დროულ ჩატარებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილეც.

როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის არსებული სიტუაციიდან გამოყვანა. 

"მნიშვნელოვანია, პარტია არსებული ვითარებიდან გამოვიყვანოთ, ის დისონანსი, რომელიც არის პარტიის წევრებსა და პარტიულ ბიუროკრატიას შორის, გამოივსოს. რაც მალე ჩატარდება არჩევნები უკეთესია, ყოველი დღე შეიძლება პარტიის საუკეთესო ინტერესებისათვის საზიანო იყოს,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პარტიამ ძალები აღიდგინოს. 

"მთავრია, გადაწყდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული. გადაწყვეტილების შემდეგ დადგინდეს წესი, დაიწყოს და ღიად გაიხსნას კამპანია, ასევე ყველამ ღირსეულად გაიაროს ეს გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ჩვენი პარტია გაძლიერდეს, თუმცა ეს არ იყოს მხოლოდ ხმამაღალი სიტყვა. ეს იყოს სიტყვები, რომელიც იქნება განმტკიცებული იმ საქმიანობით, რომლითაც ყველა დაკავდება,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები