07 თებერვალი 2023,   16:01
ვრცლად
ვიწრო ლოკაცია შეარჩიეს, რადგანაც საკუთარი თავის იმედიც არ ჰქონდათ - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ს აქციაზე 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძე, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია არასერიოზულად იყო დაგეგმილი და მისივე თქმით, ამას მოწმობდა ისიც, რომ იქ ცოტა ადამიანი იმყოფებოდა. 

"აქვთ ერთმანეთთან მწვავე კონფლიქტი - მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ელექტორატზე ისე იმუშაონ, რომ რაც შეიძლება მეტად მოიპოვონ გამარჯვება. ამისთვის სჭირდებათ სააკაშვილის მიმართ ერთგულების დემონსტრირება და როგორც ჩანს, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი აქციაც. აბსოლუტურად არასერიოზულად იყო ეს აქცია დაგეგმილი, ვიწრო ლოკაცია შეარჩიეს, რადგანაც საკუთარი თავის იმედიც არ ჰქონდათ, რომ საზოგადოების მობილიზებას შეძლებდნენ. ზუსტად ის რაოდენობა იყო, რამდენის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე იკრიბება ხოლმე "ნაციონალური მოძრაობა". ეს მართლაც კომიკურად გამოიყურებოდა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები