07 თებერვალი 2023,   16:15
ვრცლად
მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით - ლევან იზორია

საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგში შეხვედრებს განაგრძობსბ- ქართველი კანონმდებლები ესაუბრნენ როგორც გერმანიის მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ყველა პოლიტიკური ჯგუფის შეფასება ერთიანია და ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.  ამ მხარდაჭერის ფონზე, ქართული დელეგაციის წევრები 12-რეკომენდაციაზე ერთობლივად მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ამასთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველომ მიიღო არის ის, რომ  შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით.

"მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით - სასურველია ამ პროცესის მეტი ინკლუზიურობით გაგრძელება. კონკრეტული, რეალური პირობები არსებობს, რათა ლიდერი ქვეყნების მაქსიმალური მხარდაჭერით, როგორიც არის ევროკავშირში გერმანია, ჩვენ ჩვენი კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის გზაზე გაწევრიანების თვალსაზრისით მოვიპოვოთ ახლო მომავალში"- განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებას, ირაკლი შატაკიშვილის თქმით, ევროპის ხელახლა ფორმირების პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ერთობ გადამწყვეტია. 

"ყველა წარმომადგენელი გვეუბნება იმას, რომ დღეს არის დრო, როდესაც ხელახლა ფორმირდება ევროპა და საქართველოს, როგორც ძალიან სანდო პარტნიორს აქვს რეალური შანსი, რომ დაინახოს თავი ევროპულ ოჯახში. ამავდროულად შეფასდა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი,"-აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები