08 თებერვალი 2023,   07:40
ვრცლად
უბრალოდ პიარული დიაგნოზიც კი ვერ დაწერეს, რომელიც საზოგადოებას აზრს შეუცვლიდა - მამუკა მდინარაძე ცენტრ "ემპათიას" გამოქვეყნებულ დასკვნაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ცენტრ "ემპათიას" დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ მათ ისეთი დიაგნოზიც ვერ დასვეს, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოებას აზრს მაინც შეუცვლიდა.

"მე თუ ვიცი, რომ მოცემულობა, რაც დაწერეს, რაშიც ჩვენ ვერკვევით სამედიცინო პერსონალი გარეშე, რომ ტყუილია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დანარჩენიც ტყუილია, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი საერთოდ არ წერია. სასამართლოს გადასაწყვეტია თუ ჩაჯდება კრიტერიუმებში ეს ყველაფერი, რაც გათავისუფლების საფუძველია სამართლებრივად. მაგრამ ასეთი კი არა, უბრალოდ პიარული დიაგნოზიც კი ვერ დაწერეს, რომელიც საზოგადოებას აზრს შეუცვლიდა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები