08 თებერვალი 2023,   07:54
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, ჩემი აზრით, მოდის ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან, ალბათ რუსეთიდან - კვარაცხელიას დედა

სააპელაციო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დანიშნული პროცესი გადაიდო. ერთ-ერთი მსჯავრდებული სხდომაზე არ მივიდა, მიზეზი ადვოკატს არ დაუსახელებია.

სხდომას დღესაც ესწრებოდა ნიკო კვარაცხელიას დედა, რომელმაც განცხადება გააკეთა - დადგეს მკვლელობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც და დროულად დადგინდეს შემკვეთების ვინაობა. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 16 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 

"მე არ დავასახელებ, სახელებს და გვარებს დაასახელებს გიორგი კავილაძე. ერთადერთი იმას გეტყვით, რომ მარტო ჩემი შვილის თაობას არ მოუკლეს ნიკო კვარაცხელია. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, ჩემი აზრით, მოდის ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან, ალბათ რუსეთიდან და ვფიქრობ, რომ კავილაძის ოჯახი და კავილაძეც ძალიან ფასეულია. მან ყველაფერი იცის, ამ ოჯახმა ყველაფერი იცის. გაასაჯოროვონ მისი აყვანის კადრები, გაასაჯაროვონ მისი დაკითხვის კადრები," - აცხადებს ნიკო კვარაცხელიას დედა.

 

 

 

 

დღის ამბები