07 თებერვალი 2023,   14:44
ვრცლად
ალიანსის კარი ღია რჩება საქართველოსთვის - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

"საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში" - ამ სახელწოდებით თბილისში საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მთავარი თემა იყო, თუ როგორია ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და რომელი შეიძლება გაიზიაროს ჩვენმა ქვეყანამ.

საჯარო დისკუსიას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრევინიკოვიც ესწრებოდა, რომელმაც ბუქარესტში გამართული ნატოს მინისტერიალის მთავარი გზავნილებიც შეაჯამა.

"მინისტერიალის მთავარი გზავნილი რომელიც ბუქარესტში გაიმართა, იყო ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის არალეგალური აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ განვიხილეთ სხვა გამოწვევებიც მედეგობის მნიშვნელობაზე. ცალკე შეხვედრა გვქონდა საქართველოსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან და მოლდოვასთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაუძლონ ამ ქვეყნებმა რუსეთის ზეწოლას. როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღინიშნა, ნატოს კარი გაიღო საქართველოს სამომავლო წევრობისთვის და ეს პერსპექტივა ღია რჩება საქართველოსთვის თუ ის გაატარეს საჭირო რეფორმებს და მიაღწევს ამ მხრივ წარმატებას," - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ.

დღის ამბები