05 დეკემბერი 2022,   05:08
ვრცლად
პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იხსნება - პლენარულ სხდომაში მონაწილეობას 44 ქვეყნის ლიდერი მიიღებს

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი იხსნება. შეხვედრას ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრებიან - მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ჩეხეთის დედაქალაქშია.

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

საზოგადოების ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მან ამის შესახებ პირველად მაისში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, შემდეგ კი ივნისში - ევროკავშირის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით.

პირადი მოწვევები ქვეყნების ლიდერებთან შარლ მიშელმა გადააგზავნა. მოწვეულთა შორის ასევე ტრიოს ასოცირებული სამივე ქვეყანაა. უკრაინას ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტს ლიდერების წინაშე ვიდეომიმართვა ექნება.

გარდა ამისა, დღეს პრაღაში იქნება თურქეთის პრეზიდენტი, ასევე გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასიც.

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ რუსეთის უკრაინაში ბრუტალური შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო განხეთქილება ევროკავშირის შიგნით შეეტანა. ევროკავშირში თვლიან, რომ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და კონტინენტზე იყოს მშვიდობა საჭირო არის ერთიანობა, ასევე მშვიდობა იმ ქვეყნებისთვის, ვისაც აქვს ერთნაირი ფასეულობები და ვინც პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. მათ სჭირდებათ დამატებით ისეთი პლატფორმა, სადაც ქვეყნის ლიდერები პირისპირ ერთმანეთთან შეძლებენ კომუნიკაციასა და ყველა აქტუალურ თემაზე საუბარს, პასუხის გაცემას იმ გამოწვევებზე, რაც დღეს არამხოლოდ მთელი მსოფლიოს წინაშე, ევროპული კონტინენტის წინაშეა.

პლენარული სხდომა ადგილობრივი დროით 13 საათზე ორგანიზაციის, რომელშიც მონაწილეობას 44 ქვეყნის ლიდერი მიიღებს. პლენარული სხდომის შემდეგ კი იქნება თემატური დისკუსიები.

ცნობილია, რომ პრაღაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის.

ღონისძიებას დღეს 1 200-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.

უკვე ცნობილია, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრებში წელიწადში ორჯერ დაიგეგმება.

დღის ამბები