09 დეკემბერი 2022,   19:07
ვრცლად
პრაგმატული პოლიტიკით მივაღწიეთ იმას, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს - ირაკლი კობახიძე

სახელმწიფოს პოლიტიკა განსაზღვრავს რეაქციებსაც. რისკები მაინც რჩება ნებისმიერი პოლიტიკის პირობებში, მაგრამ შენს ნაბიჯებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება შენს გარშემო მოვლენები - ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენს საგარეო პოლიტიკას აზრი არ ექნებოდა, ჩვენ უნდა გვქონდეს ან ასეთი ან ისეთი საგარეო პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ერთი საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება გაგეზარდოს საფრთხე და მეორე საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება შეგიმცირდეს. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს," - განაცხადა კობახიძემ. 

 

დღის ამბები