06 დეკემბერი 2022,   08:16
ვრცლად
მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას - ნიკოლოზ სამხარაძე

"ქართული ოცნების" წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადაწყვეტილებას არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ერების ტერიტორიული მთლიანობა წმინდაა და საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია,"- წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები