30 იანვარი 2023,   09:18
ვრცლად
მდიდარმა არასამთავრობოებმა ომბუდსმენის კანდიდატურებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კლანის პრინციპებით მოქმედებენ -კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე
განცხადებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გახსნილი პროცესი შესთავაზა, არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე "კლანმა" კი, თავის კანდიდატებს დახურულ რეჟიმში დაასახელეს.

"მდიდარმა "ენჯეოებმა" ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე "ენჯეოს" კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ.მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რაც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული და ვერც ვერავის დავჩაგრავთ. კონკურსი გამოცხადებულია, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, შეფასებები იქნება და მათ ფრაქციები დაასახელებენ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები