09 ივნისი 2023,   05:48
ვრცლად
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც ამ წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24ხ თეთრად შეისყიდიან.

სოფლის განვითარების სააგენტო კილო არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. პროგრამის მიზანია ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია.
 

დღის ამბები