10 ივნისი 2023,   18:54
ვრცლად
მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

მუხათგვერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია - ცეცხლი ბალახს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. . 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიმეტრზეა ხანძარი გავრცელებული. 

დღის ამბები