10 ივნისი 2023,   18:28
ვრცლად
გონიოს სანაპიროსთან "რედისონის" 500 ნომრიანი აპარტამენტი აშენდება

გონიოს სანაპიროსთან "რედისონის" 500 ნომრიანი აპარტამენტი აშენდება. კომპანია "რედისონ ბლუს" დაკვეთას კომპანია “ნექსთ გრუპი" შეასრულებს. მხარეებმა სამშენებლო ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში კაფსულა გუშინ ჩააგდეს.

აპარტამენტი პლაჟთან ახლოს 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. შენობაში განთავსებული იქნება როგორც რეზიდენციები ასევე რესტორნები, შიდა და გარე აუზები. პროექტი 2026 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

დღის ამბები