27 სექტემბერი 2022,   08:49
ვრცლად
ზელენსკიმ კიევის, ლვივისა და ტერნოპოლის ოლქების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის რამდენიმე ოლქის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

განკარგულების მიხედვით, თანამდებობიდან გათავისუფლდა კიევის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სერგეი ზაიაცი, ლვივის სამსახურის უფროსი არტიომ ბონდარენკო და ტერნოპოლის სამსახურის უფროსი იური ბორეიჩუკი.

ამავდროულად, არტიომ ბონდარენკო დანიშნული იქნა უსაფრთხოების სამსახურის უფროსად კიევსა და კიევის ოლქში.

დღის ამბები