27 სექტემბერი 2022,   09:53
ვრცლად
ილია დარჩიაშვილმა აჭარის მთავრობის ინიციატივით, აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ინიციატივით აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას 21 ივლისს ეწვივნენ.

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბავშვების დასვენება და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამა უზრუნველყო.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქართული მხარის ჩართულობით, უკრაინაში საქართველო საელჩოსა და კიევის მერიის თანამშრომლობით განხორციელდა.

"მოგვეცა შესაძლებლობა უკრაინისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში, ჩამოგვეყვანა საქართველოში გარკვეული პერიოდით უკრაინელი ბავშვები, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა საქართველოში დაესვენათ. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გარემო და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მათი მასპინძლობის და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ყოფნა საქართველოში იქნება მათთვის ტკბილი მოგონებამ"-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები